loader

"გაგლახო კი არა, დაგნაყავ ადგილზე!" - ლანძღვა-გინება ნიკა გვარამიასა და გია ჟორჟოლიანს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაგლახო კი არა, დაგნაყავ ადგილზე!" - ლანძღვა-გინება ნიკა გვარამიასა და გია ჟორჟოლიანს შორის

მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. დებატები მოჰყვა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ცხარე კამათი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიასა და დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა.