loader

წიგნების ყველაზე დიდი მაღაზია, სამკითხველო და სასიამოვნო გარემო შეხვედრებისთვის - ”ბიბლუსის” მულტიფუნქციური ცენტრი ვაკეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნების ყველაზე დიდი მაღაზია, სამკითხველო და სასიამოვნო გარემო შეხვედრებისთვის - ”ბიბლუსის” მულტიფუნქციური ცენტრი ვაკეში

წიგნები, სამკითხველო სივრცე და სასიამოვნო გარემო შეხვედრებისთვის - ყველაფერი ერთად ”ბიბლუსი გალერეაში” განთავსდა. წიგნების ყველაზე დიდი მაღაზია და მსოფლიო ბრენდის ci gusta-ს კაფე მომხმარებლებს დილის 8-დან ღამის 12 საათამდე ვაკეში, ჭავჭავაძის 7 ნომერში, მყუდრო გარემოში უმასპინძლებს.

”ბიბლუსი” ყველაზე მასშტაბურ მაღაზიაში მკითხველებს სხვადასხვა ჟანრის მრავალფეროვან წიგნებს, საკანცელარიო ნივთებსა და საახალწლი საჩუქრების ფართო არჩევანს სთავაზობს. ci gusta- ს იტალიელი მზარეული კი სტუმრებს პანკროკინოთი, უგემრიელესი პიცით, ნაყინით, ყავითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

მულტიფუნქციური ცენტრი უკვე მოიწონეს ”ბიბლუსი გალერეის” პირველმა სტუმრებმა. ქსელის ერთგულ მომხმარებლებს კი დაგროვილი ბილეთებით დღეს საჩუქრების მიღების შესაძლებლობაც მიეცათ.

ზღაპრულ სამყაროში მალე თავის ადგილს იპოვიან პატარებიც. უახლოეს მომავალში ’ბიბლუსი გალერეის” ნულ სართულზე საბავშვო სივრცე განთავსდება. ცენტრთან ანიმატორები, ბავშვთა ფსიქოლოგები და პედაგოგები ითანამშრომლებენ.

მანამდე კი, წინა საახალწლო პერიოდში, ”ბიბლუსი გალერეაში” მისულ პატარებს თოვლის ბაბუა ზღაპრებით გაახალისებს. სასიამოვნო სიურპრიზი ელით უფროსებსაც. ”ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს ყველა წიგნზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.