loader

"Они все гандоны" - სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის მხარეს მეომარ ქართველებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Они все гандоны" - სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის მხარეს მეომარ ქართველებზე

"ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი სამთავრობო ჯარების რიგებში ათობით ქართველი მოხალისე იბრძვის. თუმცა ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ეროვნების მებრძოლები პრორუსი მეამბოხეების მხარესაც ომობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "პრორუსი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები".

"ცოტა ხნის წინ "იუთუბზე" გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ქართველები არიან ასახულნი. ერთ-ერთ მათგანში საუბარია მეომარზე, რომლის ზედმეტსახელია "ქართველი". ის ცნობილი საველე მეთაურის, არსენ პავლოვის, იგივე "მოტოროლას" დაჯგუფებაში იბრძვის. კადრები დონეცკის აეროპორტშია გადაღებული. თანამებრძოლები მას დაბადების დღეს ულოცავენ და უსურვებენ, რომ მალე "ჯორჯიის შტატი", იგივე საქართველო, "ხელიდან გამოგლიჯონ ამერიკელებს". თავის მხრივ, ვიდეორგოლის მთავარი გმირი იმ ქართველებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მხარეს იბრძვიან. "ქართველი" მათ "დაქირავებულ არამზადებს" უწოდებს და სამაგიეროს გადახდით ემუქრება", - წერს გამოცემა.

წაიკითხეთ სრულად Ambebi.ge-ზე