loader

"კაზრეთზე ჩემზე მეტად შეგტკივა გული?!" - დაპირისპირება ადგილობრივებსა და არასამთავრობოებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაზრეთზე ჩემზე მეტად შეგტკივა გული?!" - დაპირისპირება ადგილობრივებსა და არასამთავრობოებს შორის

კაზრეთში, ადგილობრივ მოსახლეობას, RMG Gold-ის წარმომადგენლებს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

CENN-ის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ერთად კაზრეთში იმყოფებოდნენ. მათი იქ ჩასვლის მიზანი იყო მედიისთვის ეჩვენებინათ მადნეულის საწარმოს შედეგად მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას დაბიძურების მდგომარეობა. კერძოდ, როგორ აისახება მადნეულის საწარმოს მუშაობა მდინარეების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ამ მიზნით ჟურნალისტები მდინარე მაშავერასა და კაზრეთულას შესართავ ადგილზე იმყოფებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ჟურნალისტებისთვის ეჩვენებათ, რომ მაშავერას წყალი უფრო მღვრიეა და დაბინძურების შესაბამისად სხვადასხვა ფერს იძენს.

ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს RMG Gold-ს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა. მათ პროტესტი გამოთქვეს ორგანიზაციის მიერ კაზრეთში მედიის ჩაყვანის გამო. ისინი აცხადებენ, რომ თუ საწარმო დაიხურება, მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
მათ შორის სიტყვიერი შეკამათება რამდენჯერმე მოხდა.