loader

სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ბოდიშს არ მოუხდის ხალხს, მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ბოდიშს არ მოუხდის ხალხს, მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად - ირაკლი ღარიბაშვილი

არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად და მათი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არეულობის ფონის შექმნა საქართველოში. ამისთვის მათ აქვთ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიზია. რაც შეეხება იმას, რამდენად სწორად იქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ოპონირებას უწევენ ასეთ უპასუხისმგებლო ძალას, შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ მათთან ოპონირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ: "ის არათუ მიდის, მოდის" - ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილზე