loader

შეშლილმა გოგონამ, რომელსაც აბორტი იძულებით გააკეთებინეს, 8 თვის ორსული სასტიკად მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეშლილმა გოგონამ, რომელსაც აბორტი იძულებით გააკეთებინეს, 8 თვის ორსული სასტიკად მოკლა

მექსიკის ქალაქ რეინოსაში მომხდარმა ფაქტმა, მოსახლეობა შოკში ჩააგდო. 17 წლის თინეიჯერმა, გვადალუპე სალინას ჰერნანდესმა, რომელსაც მშობლებმა აბორტის გაკეთება აიძულეს, სასტიკად მოკლა 8 თვის ორსული გოგონა.

აბორტის შემდეგ, ჰერნანდესმა შურისძიება და მისი არდაბადებული შვილის "ჩანაცვლება" გადაწყვიტა. ამ დროს გაიცნო ინტერნეტით 20 წლის გოგონა, რომელიც ორსულობის მერვე თვეში იყო და პატარასთვის ძიძას ეძებდა. როცა ნატალი ლეონი გვადალუპე ჰერნანდესთან მოსალაპარაკებლად სახლში ესტუმრა, 17 წლის გოგონამ იგი ბლაგვი საგნით მოკლა, შემდეგ კი მუცლიდან ნაყოფი გამოიყვანა. შეშლილმა თინეიჯერმა ამის შემდეგ ბავშვი სამშობიაროში წაიყვანა და ირწმუნებოდა, რომ ახალშობილი მისი შვილი იყო. ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, ექიმებმა გოგონას ნაამბობში ეჭვი შეიტანეს და პოლიცია გამოიძახეს. მალე ყველაფერი გამოაშკარავდა. გვადალუპე ჰერნენდესი პოლიციამ დააკავა.