loader

"ლეჩხუმსა და რაჭას ჰესები დაჭამს" - საპროტესტო აქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლეჩხუმსა და რაჭას ჰესები დაჭამს" - საპროტესტო აქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან

"მე არ ჩაგაძირინებ რაჭას", - ამ ლოზუნგით ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რაჭაში ალპინაჰესის და სადნელი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა თქმით, ჰესების აშენება სეისმურ აქტივობას და მიკროკლიმატის ცვლილებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის ხვანჭკარის, როგორც ყურძნის ჯიშის სამუდამოდ დაკარგვას.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს თურქულ კომპანია "ხალიკ ენერჯი სანასთან" აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და კვლევითი სამუშაოები ჰესების ასაშენებლად უკვე დაწყებულია. მათივე განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაიწყეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი