loader

"შენ ძველი ბიჭი ხარ თუ დეპუტატი?" - ხმაური თბილისის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ ძველი ბიჭი ხარ თუ დეპუტატი?" - ხმაური თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს წევრებთან დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოს შენობა დაცვამ სამ მოქალაქეს დაატოვებინა. საკრებულოს შენობაში საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც "პანორამა თბილისის" საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში იმყოფებოდნენ, დაპირისპირება მოხდა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, საკრებულოში "პატრიოტული ალიანსის" წარმომადგენელმა მანუჩარ მაჩაიძემ კონფლიქტი დაიწყო.

მოქალაქეების განცხადებით, მანუჩარ მაჩაიძემ მათ მიმართა, რომ არ სურთ თბილისის განვითარება, რადგან პროექტ "პანორამა თბილისს" ეწინააღმდეგებიან. მოქალაქეების ინფორმაციით, მაჩაიძემ მათ თბილისის გამყიდველები უწოდა.

საკრებულოს შენობაში ასევე იმყოფებოდნენ "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები. ისინი მოითხოვენ, "პანორამა თბილისის" საკითხის განხილვა ფართო საზოგადოების ჩართულობით მოხდეს. მათ პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.