loader

სოფელ მარანთან მიკროავტობუსი მატარებელს შეეჯახა - დაღუპულია 3 ადამიანი, 1 - მძიმე მდგომარეობაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ მარანთან მიკროავტობუსი მატარებელს შეეჯახა - დაღუპულია 3 ადამიანი, 1 - მძიმე მდგომარეობაშია

სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მარანთან მიკროავტობუსისა და ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა . მიკროავტობუსში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდ, თუმცა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

ჩქაროსნული მატარებელი დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრაობდა, რაც შეეხება მიკროავტობუსს, ის აბაშის რაიონის სოფელ მარანიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 14 წლის მოზარდის კი - მძიმე. ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.