loader

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა.

გერმანულ ბაზა "მარმალზე" დისლოცირებულმა ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ თავდაცვის მინისტრს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძე ქართული ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მინისტრმა სამხედროებს ახალი წელი მიულოცა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სარდლობის წარმომადგენლობასთან გამართა შეხვედრა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიას უკვე რამდენიმე კვირაა, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.