loader

15 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ასტონ მარტინს" მართავდა, სანკტ-პეტერბურგში ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ასტონ მარტინს" მართავდა, სანკტ-პეტერბურგში ავარიაში მოყვა

2 იანვარს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში ერთმანეთს Aston Martin და Volkswagen Tiguan-ი შეეჯახნენ. "ასტონ მარტინის" საჭესთან ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბის Зенит-84-ის ყოფილი მეკარე 15 წლის კონსტანტინი იჯდა, მის გვერდით კი შეყვარებული. ფეხბურთელი ავარიაში დამნაშავედ თავს არ თვლის. "გზაჯვარედინზე გასვლამდე აქეთ-იქით გავიხედე, არავინ იყო. მოულოდნელად მარჯვნიდან "ფოლკსვაგენი" დამეჯახა. მე 40-50 კმ/სთ სიჩაქარით ვმოძრაობდი, ხოლო ფოლკსვაგენის მძღოლი დაახლოებით 80 კმ/სთ-თი", - განაცხადა კონსტანტინემ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ მას მართვის მოწმობა არ აქვს, რის გამოც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი მანქანას ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.