loader

უპილოტო საფრენმა აპარატმა ფერმაზე გადაფრენისას საშინელი საიდუმლო გამოააშკარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპილოტო საფრენმა აპარატმა ფერმაზე გადაფრენისას საშინელი საიდუმლო გამოააშკარავა

უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით, კინორეჟისორმა მარკ დევრისმა გადაიღო, თუ რა ხდება ღორის ხორცის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, Smithfield Foods-ის ფერმაში, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს.

როდესაც ვერტმფრენმა საკვლევ ტერიტორიას გადაუფრინა, ველზე ტბა გადაიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოთხი საფეხბურთო მოედნის ზომის წყალსატევი ღორის განავლითა და შარდით იყო სავსე. წყალსატევთან ახლოს, სადგომში ათასობით ღორი საშინელ პირობებში ცხოვრობს. სივიწროვეში მყოფებს მობრუნების ადგილიც კი არ აქვთ. როდესაც ღორები მოისაქმებენ, ეს ყველაფერი ე.წ. ტბაში ხვდება.

კვლევა აჩვენებს, რომ ფერმის ახლოს მცხოვრებ ბავშვებში ასთმით დაავადების დონის ზრდა, ზრდასრულებში კი - მაღალი არტერიული წნევა შეინიშნება. მარკ დევრისმა ამ ინდუსტრიას "გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მოვლენა" უწოდა.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი კადრები: როგორ "ასუქებენ" გაძვალტყავებულ ქათმებს

ჭამა აღარ მოგინდებათ, როცა გაიგებთ, რისგან მზადდება ჰამბურგერი