loader

თბილისში ტროტუარზე მოსიარულე მანქანების მძღოლები დაჯარიმდნენ - შსს-ს გამოხმაურება ვირუსულ ვიდეოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ტროტუარზე მოსიარულე მანქანების მძღოლები დაჯარიმდნენ - შსს-ს გამოხმაურება ვირუსულ ვიდეოზე

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო - "ღორები და "ვაშკაცები" თბილისის ტროტუარზე", რომელიც ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზეა გადაღებული. ორმა ახალგაზრდამ პიკის საათის დროს ათობით მანქანა გადაიღო, რომლებიც საცობიდან თავის დაძვრენას ტროტუარზე ასვლით ცდილობდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუწყება, რომ ვიდეორგოლში ასახული ავტომანქანების მძღოლების მიმართ სამართალდამცავმა უწყებამ რეაგირება მოახდინა. "საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა, რომლიც ქვეითადმოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მოქალაქე განაცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, დამრღვევი მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს ავტორს, კარგია, რომ ასეთი დარღვევა გამოავლინა. საპატრულო პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის დარღვევაზე და ყველა დამრღვევი მძღოლი კანონის შესაბამისად დაისჯება", - წერს გიორგობიანი.

იხილეთ:

თბილისის სენი: მანქანები ტროტუარზე, ქვეითები გზაზე

ეს თბილისში ხდება და ყველა მძღოლს ასე მოექცევიან, ვინც მანქანას ტროტუარზე აჩერებს!

კადრები თბილისის ქუჩებიდან, რომელსაც კომენტარი არ სჭირდება: "ჩვენ რომ ვმდგარიყავით, გადაგვივლიდნენ"