loader

"ტანგო", "ჯაივი" და მომღერალი მოხუცები - ვინ არიან 2015 წლის "სუპერბებია" და "სუპერბაბუა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტანგო", "ჯაივი" და მომღერალი მოხუცები - ვინ არიან 2015 წლის "სუპერბებია" და "სუპერბაბუა"

82 წლის ზურაბ გოგიშვილი და 76 წლის ნანული პაპიაშვილი "სუპერბებია" და "სუპერბაბუა" არიან. სათნოების სახლ "კათარზისში" უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო. სხვადასხვა ჟანრის სიმღერებთან ერთად, მოხუცებმა "ტანგოსა" და "ჯაივის" საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. 4-კაციანმა ჟიურიმ 23 კონკურსანტიდან საუკეთესოები ქულების მიხედვით შეარჩია. გამარჯვებულ მოხუცებს, ტკბილეულთან ერთად, ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ.

კონკურსს, რომელიც უკვე 9 წელია ტრადიციულად იმართება, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი უძღვებოდა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა 86 წლის მონაწილის მიერ შესრულებული ცეკვა. კონკურსის ყველა მონაწილემ კომპანია "თელასისგან" საჩუქრები მიიღო.

ავტორები: თეა ბითაძე, გიგა ხურცილავა