loader

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურგიას მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს; რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.