loader

როგორ დახვდა პრეზიდენტი სასახლეში მისულ ალილოს მონაწილეებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დახვდა პრეზიდენტი სასახლეში მისულ ალილოს მონაწილეებს

ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს. პრეზიდენტის სასახლეში მისულ ალილოს მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად შეეგება და საშობაო საჩუქრები გადასცა.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ შობის მშვენიერ დღესასწაულს და მინდა თქვენ გაგიზიაროთ ის სიხარული, რომელიც ჩვენ ყველამ განვიცადეთ, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ბავშვები და ჩვენ შევძელით კიდევ ერთხელ ერთმანეთისთვის სიყვარულის გაზიარება", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.

მან სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უსურვა.