loader

ყაზბეგში ჩარჩენილი 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ვერტმფრენებით ანანურში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაზბეგში ჩარჩენილი 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ვერტმფრენებით ანანურში გადაიყვანეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი რეისი გუშინ შესრულდა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან თბილისში 70-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს.