loader

როცა ეს ქალი ფოტოსესიას დათანხმდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რას უმზადებდა მისი საქმრო... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა ეს ქალი ფოტოსესიას დათანხმდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რას უმზადებდა მისი საქმრო...

კრისტინა მაკგინისი და ბრაიან გრინი 2013 წელს დაინიშნენ. წყვილი ქორწილს დიდხანს გეგმავდა, მაგრამ გზაზე ბევრი სირთულე დახვდათ - ძირითადად, უზარმაზარ ხარჯებთან დაკავშირებული. ამიტომ ბრაიანმა გადაწყვიტა, ტრადიციულ ქორწილზე უარი ეთქვა და საცოლისთვის გრანდიოზული რომანტიკული სიურპრიზი მოეწყო.

საქმრომ კრისტინა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში "საქორწინო ფოტოსესიაში" მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა. შეხვედრის ადგილზე მისულ ქალს კი მოულოდნელი სიურპრიზი ელოდა - მას მამამ შეატყობინა, რომ დღეს იგი თხოვდებოდა. გაოცებულ პატარძალს ბოლო მომენტამდე გაუჭირდა დაეჯერებინა, რაც მის თავს ხდებოდა. ამ გზით ბრაიანმა მოახერხა დიდი დანახარჯების გარეშე მათი ქორწინების დღე კრისტინას ცხოვრებაში საუკეთესოდ ექცია.