loader

"ორი შვილი გავაჩინე და თვალით არ მინახავს..." - განაჩენი, რომელიც მშობლის უფლებას კრძალავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი შვილი გავაჩინე და თვალით არ მინახავს..." - განაჩენი, რომელიც მშობლის უფლებას კრძალავს

საქართველოში დაახლოებით ასი ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. უმეტესობას მზრუნველი ჰყავს და ოჯახურ გარემოშია, რამდენიმე ასეული კი პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დანიშნულების ინსტიტუციებში საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობს.

თამარი, გოჩა, ნათია, ირინა, დიმა - 13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დღეს გურჯაანში რამდენიმე ოჯახად ცხოვრობს. სამი წლის წინ მათ საკუთარი სურვილით დატოვეს იმ დაწესებულების კედლები, რომლებიც დღემდე ბევრ შემზარავ საიდუმლოს ინახავს. წარსულის გახსენება ყველას უმძიმს. ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდნენ, ბავშვთა სახლებიდან პანსიონატებში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური პრობლემების თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ ჭერქვეშ, გარე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობენ. დეტალების გახსენება აღარ სურთ და დღევანდელ მდგომარეობას მეორედ დაბადებას ადარებენ. ყველაფერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ხელი ხელს" ინიციატივით დაიწყო.

ავტორები: ემა ტუხიაშვილი; გიორგი შეყილაძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე