loader

ქუთაისში 11 შვილის დედა თავის დაწვით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში 11 შვილის დედა თავის დაწვით იმუქრება

ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მრავალშვილიანი დედა თავის დაწვით იმუქრება. როგორც მარინა დახუნდარიძე აცხადებს, მას ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება კვლავ დაპირებად დარჩა.

როგორც მარინა დახუნდარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დღეს ბენზინს გადაისხამს და თავს დაიწვავს.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მრავალშვილიან დედას სამსახური შესთავაზეს, თუმცა მან სამსახურზე უარი განაცხადა.

ავტორი: ირაკლი აკობია