loader

რა სქემით სძალავდა თაღლითური ჯგუფი მოხუცებს პენსიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სქემით სძალავდა თაღლითური ჯგუფი მოხუცებს პენსიას

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული გიორგი ა, 1960 წელს დაბადებული გიორგი ტ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელენე ი.

გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის ნოემბრის თვეში დაკავებულებმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები პენსიონერის საბანკო ანგარიშიდან 1575 ლარი, თელავში, სოფელ კონდოლში მცხოვრები ქალბატონების ანგარიშებიდან - ჯამში 1500 ლარი, ხოლო გარდაბნის რაიონის მკვიდრი სამი მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან - 3000 ლარი მიითვისეს.