loader

რა დეზინფორმაციას ავრცელებდა 22 წლის ჰაკერი სამინისტროებისა და სააგენტოების ვებგვერდებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეზინფორმაციას ავრცელებდა 22 წლის ჰაკერი სამინისტროებისა და სააგენტოების ვებგვერდებზე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტზე ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული დავით შ. ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე, საინფორმაციო სააგენტო "სამოქალაქო პრესის" ვებგვერდებზე - http://szs.gov.ge, http://moa.gov.ge, http://cp.ge.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია: droni.ge-ს, news.ge-ს, newspress.ge-ს, guria.gov.ge-ს, dea.ge-ს და ipn.ge-ს ვებგვერდებზე.