loader

როდის აღდგება გზა ყოფილ ელბაქიძის აღმართზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის აღდგება გზა ყოფილ ელბაქიძის აღმართზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ამ მომენტისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია და იქ სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. მიმდინარეობს ქვაფენილის აყრის, მიწის სამუშოები.

გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად ასევე მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა, რომელიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს. როგორც მიხეილ ჯავახიშვილის შვილიშვილმა, სახლ-მუზეუმის დირექტორმა ნუგზარ ერისთავმა საკრებულოს თავმჯდომარეს განუცხადა, შენობა 1900 წელს არის აშენებული, ამორტიზირებულია და გამაგრებას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დაბალ სართულებზე სადაც შენობას ბზარები აქვს.