loader

როგორ გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში, რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში, რეაბილიტაციის შემდეგ

დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კვარცხლბეკს, მოხდა მისასვლელი კიბის რეკონსტრუქცია, გაკეთდა ამფითეატრი, გარეგანათება და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 544 997 ლარია.