loader

ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი "რუს ჯაშუშებს" ხოცავს, "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი "რუს ჯაშუშებს" ხოცავს, "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა (+18)

"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების ბოევიკებმა ორი მამაკაცი მოკლეს, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე განათავსეს, მაგრამ პორტალის ადმინისტრაციამ ის მალევე წაშალა.

ბრალი მამაკაცებს "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკმა წაუყენა, რომელიც რუსულად, აქცენტით საუბრობს. ხოლო განაჩენი სისრულეში არასრულწლოვან ბიჭს მოჰყავს.

ვიდეოჩანაწერში ასახული ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი ყაზახეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ჯამბულატ მამაევია, ხოლო მეორე - 1984 წელს დაბადებული სერგეი აშიმოვი. ორივე სიკვდილით დასჯამდე აღიარებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან.