loader

"გია როინიშვილი წამებული "ნაციონალის" მანტიას ვერ მოისხამს" - ქეთი დოლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გია როინიშვილი წამებული "ნაციონალის" მანტიას ვერ მოისხამს" - ქეთი დოლიძე

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ მსახიობ გია როინიშვილის თუმანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ისაუბრა. მისი თქმით, როინიშვილი თავად არ ცხადდებოდა სპექტაკლებზე და მასვე უნდა გასჩენოდა კითხვა, რატომ იღებდა დაუმსახურებლად ხელფასს თეატრიდან.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მაშინ, როცა ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გია როინიშვილს არ გასჩენია კითხვები და მხარი არ დაუჭერია მისთვის.

მსახიობმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გია როინიშვილმა მისი თუმანიშვილის თეატრიდან გაშვების შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა. როგორც მან დაწერა, თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაათავისუფლა, რომელმაც ის იქამდე ყველა სპექტაკლიდან ამოიღო.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად