loader

"თუ თავი მოგაბეზრეთ, თურქულ სერიალებზე გადართეთ" - ქეთი დოლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ თავი მოგაბეზრეთ, თურქულ სერიალებზე გადართეთ" - ქეთი დოლიძე

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრად მოწვეულ რეჟისორ ქეთი დოლიძეს მაყურებელმა დაურეკა და პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ რეჟისორმა 90-იანი წლებიდან საზოგადოებას თავი მოაბეზრა. ამის საპასუხოდ ქალბატონს რეჟისორმა ტელევიზორის გადართვა და თურქული სერიალების ყურება ურჩია.

"რეზიუმეში" ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრიდან მის მიერ მსახიობ გია როინიშვილის გათავისუფლების შესახებ სასაუბროდ იყო მიწვეული. თეატრიდან 30-წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლების შესახებ მსახიობმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გია როინიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაათავისუფლა, რომელმაც ის ყველა მოქმედი სპექტაკლიდან ამოიღო.

ასევე იხილეთ: "გია როინიშვილი წამებული "ნაციონალის" მანტიას ვერ მოისხამს" - ქეთი დოლიძე

გადაცემა "რეზიუმე" სრულად