loader

შსს-მ თბილისში ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ თბილისში ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორები დააკავა და 514 აბი "სუბუტექსი" ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 37 წლის ლევან თ. და მისი მეუღლე, 35 წლის ნატა დ. თბილისში, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 44 წლის ელდარ გ. ქუთაისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას და მათ ორგანიზატორობას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი 1979 წელს დაბადებული ლაშა თ. სამართალდამცველებმა ელდარ გ-ს პირადი ჩხრეკისას 0.1565 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 12 აბი "სუბუტექსი" და აბის 12 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 3.92176 გრამ ბუპრენორფინის შემცველი 484 აბი "სუბუტექსი" და აბის 15 ნატეხი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს საკონტროლო შესყიდვით მიღებული 0.15832 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 18 აბი "სუბუტექსი", აბის ნატეხები და ფხვნილისებური ნივთიერება, ხოლო ლევან თ-ს და ნატა დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი, 200 ლარი.