loader

ზვიად გამსახურდიას კუთვნილი ბრონირებული "მერსედესი" ინტერნეტში გასაყიდად გამოიტანეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვიად გამსახურდიას კუთვნილი ბრონირებული "მერსედესი" ინტერნეტში გასაყიდად გამოიტანეს?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია უარყოფს, რომ ინტერნეტში გასაყიდად გამოტანილი "მერსედესის" მარკის ავტომობილი პრეზიდენტ გამსახურდიას ეკუთვნოდა.

ავტომობილების ერთ-ერთ საიტზე განთავსებული განცხადების მიხედვით, იყიდებოდა პირველი პრეზიდენტის კუთვნილი ბრონირებული "მერსედესი", რომლის ღირებულებაც 32 000 დოლარს შედგენდა.

საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ”პალიტრა ტვ”-ს მამაკაცმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის მხოლოდ შუამავალია და მანქანის მფლობელთან პრეზიდენტის "მერსედესის" მოხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, ავტომობილი უკვე გაყიდულია.

ორი ავტომობილი, რომლითაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი სარგებლობდა, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, დღეს მუშა მდგომარეობასა და სახელმწიფო საკუთრებაშია.