loader

ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ

"ოქროს გლობუსისა" და ახლა უკვე "ოსკარის" ნომინანტი ფილმის "მანდარინების" რეჟისორი ზაზა ურუშაძე თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ესტონურ - ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.

ასევე იხილეთ: ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარისთვის" იბრძოლებს!