loader

ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო - ილია მეორე

ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. ჩვენთან და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ძლიერება სუფევდეს, - ამის შესხებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

მისი თქმით, მღელვარე დროა და უფალი დაამშვიდებს ყველაფერს. "მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი", - განაცხადა პატრიარქმა.

დღეს პატრიარქმა ღმერთს საქართველოს გამთლიანება შესთხოვა. "დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.