loader

"...ეგ იყო ბოლო მაგის სიტყვები" - რაზე ესაუბრა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი უკანასკნელად ოჯახს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"...ეგ იყო ბოლო მაგის სიტყვები" - რაზე ესაუბრა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი უკანასკნელად ოჯახს

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს, თამაზ სუხიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 4 დღეში გადმოასვენებენ. გარდაცვლილის ბიძის, ბონდო ტაბატაძის განცხადებით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაასვენეს სამხედრო ბაზაზე და აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.

თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. ქართველი სამხედრო 37 წლის რამდენიმე დღეში გახდებოდა. თამაზ სუხიაშვილს, აგვისტოს ომის და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, მონაწილეობა აქვს მიღებული ISAF-ის მისიაში. ასევე, იბრძოდა ერაყშიც. სუხიაშვილს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

სუხიაშვილი 18 იანვარს, დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე