loader

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის განკურნება დიეტით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის განკურნება დიეტით?

აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა განიხილავენ გარემოს, ცხოვრების პირობებისა და მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობების როლს. აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება.

შესაძლებელია თუ არა დიეტით აუტიზმის განკურნება? ამის მაგალითი 6 წლის ამერიკელი ბიჭუნა, ეთან ფოქსია, რომელიც ამერიკელი ექიმის, კენეტ ბოკის უკანასკნელი კვლევების შედეგად განიკურნა. ექიმის მტკიცებით, თუ რაციონიდან წებოგვარას (წებოვანა, ანუ გლუტენი, ხორბლის და სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში შემავალი წყალში უხსნადი ცილა) ამოიღებთ, ეს აუტიზმის განვითარების რისკს ამცირებს ან სულაც აჩერებს დაავადების პროცესს.

ასევე იხილეთ: უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს