loader

"მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ქვეყნის პირველი პირი ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, მომავალი თაობა მამა ილია კარტოზიას გმირობის მაგალითზე აღზარდოს.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.