loader

"იური ვაზაგაშვილი მსხვერპლია როგორც იმ, ასევე ამ ხელისუფლების" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იური ვაზაგაშვილი მსხვერპლია როგორც იმ, ასევე ამ ხელისუფლების"

ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე, ამ ხელისუფლების. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდეს.

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ვაზაგაშვილის დაღუპვის ადგილიდან: "ზურას მკვლელები არიან ჩემი ძმის მკვლელები"

იური ვაზაგაშვილის მეუღლე ქმრის აფეთქების ადგილზე შეუძლოდ გახდა

იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქებას ემსხვერპლა

"შვილებიდან მამებზე გადმოვიდნენ" - შვილმკვდარი მშობლების კომენტარები იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე