loader

"სისხლის გუბეში ეგდო, ხრიალებდა" - რას ყვება მესაფლავის მეუღლე, რომელმაც პირველმა ნახა დაღუპული ვაზაგაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სისხლის გუბეში ეგდო, ხრიალებდა" - რას ყვება მესაფლავის მეუღლე, რომელმაც პირველმა ნახა დაღუპული ვაზაგაშვილი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მკვიდრნი იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გურამ ბარამიძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, სოფელი ეჭვობს, რომ ვიღაცას ვაზაგაშვილის მკვლელობა განზრახ ჰქონდა დაგეგმილი.

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრის, დომენტი გიგოლაშვილის განცხადებით, გუშინ გორის პროკურატურაში 16-20 ადგილობრივი დაკითხეს. მათ შორის მესაფლავე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ნახა გარდაცვლილი ვაზაგაშვილი. მესაფლავის მეუღლის, ნანა ბედოშვილის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი ცოცხალი იყო, როდესაც აფეთქების შემდეგ მეზობლებმა პირველად ნახეს.

ასევე იხილეთ:

იური ვაზაგაშვილის გადასვენების ემოციური კადრები

იური ვაზაგაშვილი კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უნდა შეხვედროდა

"შვილებიდან მამებზე გადმოვიდნენ" - შვილმკვდარი მშობლების კომენტარები იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე

პირველი კადრები იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ადგილიდან: "ზურას მკვლელები არიან ჩემი ძმის მკვლელები"