loader

მამა გაბრიელის 12 მირონმდინარე ხატი ლოტკინზე: თბილისელი ოჯახი დღეში ლიტრ მირონს აგროვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა გაბრიელის 12 მირონმდინარე ხატი ლოტკინზე: თბილისელი ოჯახი დღეში ლიტრ მირონს აგროვებს

ლოტკინზე, ახტალის ქუჩაზე რიგები უკვე 7 თვეა არ წყდება. არსენიძეების ოჯახში მამა გაბრიელის 12 ხატს მირონი სდის. მირონმდინარე ხატის სანახავად და მოსალოცად ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი მიდის, რომლებიც წმინდანს, ხშირ შემთხვევაში, განკურნებას და გაჭირვებიდან ხსნას სთხოვენ. არსენიძეების თქმით, მომლოცველების რაოდენობა ხშირად 150 ადამიანს აჭარბებდა, რის გამოც საღამოს მათ მისაღებად სპეციალური დრო გამოყვეს.

მირონმდინარე ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთანაც იყო მიბრძანებული. ლოტკინის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ხატი უამრავ ადამიანს დაეხმარა, მათ შორის, გულის მანკით დაავადებულ ბავშვსაც. ოჯახის დიასახლისის თქმით, სასულიერო პირისგან კურთხევა აქვს, მირონი ხატების მოსალოცად მისულ მომლოცველებსაც აცხოს.

ავტორები: თეა ბითაძე, გიგა ხურცილავა