loader

ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

როგორც ექსპრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული.

ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო.