loader

იური ვაზაგაშვილის ცხედარი "კორტებთან" იმ ადგილას მიასვენეს, სადაც 2006 წელს სპეცოპერაციას მისი ვაჟი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იური ვაზაგაშვილის ცხედარი "კორტებთან" იმ ადგილას მიასვენეს, სადაც 2006 წელს სპეცოპერაციას მისი ვაჟი ემსხვერპლა

იური ვაზაგაშვილის ცხედარი დღეს საღამოს სოფელ ყარაფილაში გადაასვენეს. 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული იური ვაზაგაშვილის ცხედარი 3 დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. "ჯაზუდან" ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

სამების ტაძრიდან იური ვაზაგაშვილის ცხედარი ძველი "კორტების" მიმდებარე ტერიტორიაზე მიასვენეს, სადაც 2006 წელს სპეცოპერაციას მისი ვაჟიშვილი, ზურა ვაზაგაშვილი ემსხვერპლა და სადაც ახლა მემორიალია განთავსებული.

იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში ხვალ, 25 იანვარს საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.