loader

უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში: შსს-მ 2,5 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში: შსს-მ 2,5 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის სამი მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული საშო ტ, 1996 წელს დაბადებული გეორგ ა. და 1981 წ. დაბადებული რუსი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.