loader

ნანუაშვილი: "მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა, თავისუფლების სანაცვლოდ, ია მეტრეველის მოკვლას სთხოვდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანუაშვილი: "მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა, თავისუფლების სანაცვლოდ, ია მეტრეველის მოკვლას სთხოვდა"

მსჯავრდებული ლ.შ. აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პროკურორს, გიორგი ბადაშვილს წინადადებით მიმართა, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.