დაბინძურებულია თუ არა ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურია ვაშლიჯვარში მდებარეობს. სადგური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მონაცემების მიღება 1 წუთის ინტერვალითაა შესაძლებელი. ატმოსფერული ჰაერი ოთხი ძირითადი დამაბინძურებლის – ნახშირჟანგის, აზოტის და გოგირდის დიოქსიდებისა და აზოტის ოქსიდის შემცველობის კუთხით იზომება. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით ირკვევა, რომ დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე დაბალია.
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერს სულ 5 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში აკვირდებიან.
ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი შეყილაძე