loader

"რუსეთს გაუმარჯოს! ვალოდია, დაგვეხმარე!" - კირნათელები, პუტინი და ლენინის ბიუსტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთს გაუმარჯოს! ვალოდია, დაგვეხმარე!" - კირნათელები, პუტინი და ლენინის ბიუსტი

youtube-ზე მომხმარებელმა Misha Makaveli განათავსა ვიდეო, რომელზეც ასახულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის რამდენიმე მცხოვრების უცნაური ქმედება. წელზემოთ შიშველი მამაკაცები თოვლში დგანან, მათ გვერდით კი მცირეწლოვან ბავშვებს ხელში უჭირავთ რუსულ-ქართულენოვანი ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით: "ვალოდია, დაგვეხმარე, მიწებს გვართმევენ", "სოფელ კირნათის მიწა გლეხებს და არა თურქებს".

შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულს კირნათში, რომელიც საზღვრისპირა სოფელია, თურქ მესაზღვრეებსა და კირნათელებს შორის ნეიტრალური ტერიტორიის დახვნასთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით, 31 მაისს თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს საზღვარი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ და კირნათის მოსახლეობას საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი იმყოფებოდა.