loader

თბილისის მერი და "ჯიპი" ტროტუარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერი და "ჯიპი" ტროტუარზე

27 იანვარს, თბილისის მერი დავით ნარმანია მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების პროცესს გაეცნო. გადასასვლელის მოწესრიგების სამუშაოების გაცნობა, მერს თბილისის კიდევ ერთი ტრადიციული პრობლემის ფონზე მოუხდა - სანამ მერი და მერიის მაღალჩინოსნები სამუშაოებს ათვალიერებდნენ, 51-ე სკოლის მიმდებარე ტროტუარზე რამდენიმე მანქანა "მოთავსდა". როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, "პრადოს" მარკის შავი ჯიპი არც მერს და არც მერიის რომელიმე მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა და მანქანები სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეების მშობლებს ეკუთვნოდათ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა განაცხადა, რომ მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი, ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის. "ერთი მხრივ, უნდა გათავისუფლდეს ის ადგილები, რომლებიც პარკირებისთვის არის განკუთვნილი, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება; მეორე მხრივ კი, არის ადგილები, რომლებითაც ქვეითად მოსიარულეები უნდა სარგებლობდნენ. ჩვენ ვქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს სპეციალურ წინადადებებს, რათა ქვეითად მოსიარულენი თავს კომფორტულად გრძნობდნენ", - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.