loader

ქუთაისში ფოსტის თანამშრომელი ამანათიდან ბეჭდის მოპარვის გამო დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში ფოსტის თანამშრომელი ამანათიდან ბეჭდის მოპარვის გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ბექა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც "საქართველოს ფოსტის" ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ "საქართველოს ფოსტის" ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ "Apple"-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.