loader

"კუბოში ჩავდე შენი მიშა, ახლა როლანდის ჩავდებ" - აქცია და დაპირისპირება ზუგდიდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კუბოში ჩავდე შენი მიშა, ახლა როლანდის ჩავდებ" - აქცია და დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგდიდში, ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმიას" პრეზენტაციის პარალელურად აქციის გაიმართა, რომლის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად, არიან დაშავებულებიც, მათ შორის პოლიციელი. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო სრულად livepress.ge-ზე