loader

"პაNOრამა" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში და აქციის მონაწილეების ჯაჭვით დაწერილი SOS - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პაNOრამა" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში და აქციის მონაწილეების ჯაჭვით დაწერილი SOS

სოლოლაკის ქედთან "პანორამა თბილისის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც პროექტის მშენებლობა უნდა განხორციელდეს, SOS დაწერეს.

აქციაში, რომელიც თბილისის საკრებულოსთან 15:00 საათზე დაიწყო, 18-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, "თბილისის ჰამქარის", "პარტიზანული მებაღეობის", სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა საკრებულოს შენობის ტერიტორიიდან დაიწყეს, გაიარეს სოლოლაკის ქუჩები, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია და სოლოლაკის ქედთან შეჩერდნენ. მთელი გზის განმავლობაში მონაწილეები სკანდირებდნენ: "არა პანორამას".