loader

რომელია შენი BMW? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელია შენი BMW?

BMW-ს პოპულარობა მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც უსაზღვროა. "Auto Bild საქართველო" წარმოგიდგენთ ბავარიული კონცერნის ერთმანეთისგან განსხვავებულ ოთხ ახალთახალ მოდელს, რომელთაც ჟურნალის წარმომადგენელი "ოქროს საჭის" ფინალურ ტესტებზე განსაკუთრებით დააკვირდა...

BMW i8 "დროის მანქანაა" - ელექტრო-სპორტქარი, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყურადღების ცენტრში მოექცევით. თუ ეს მანქანა გყავთ, ჩათვალეთ, ყველას თქვენი შურს და ყველა თქვენს ბედს შენატრის...

BMW X4 - ყველაზე თანამედროვე გაგების ქროსოვერია, ეს კი, მოგეხსენებათ, დღეისათვის ყველაზე პოპულარული კლასია. X6-ის "პატარა ძმა" SUV-კლასის ავტომობილსა და კუპეს აერთიანებს - ამიტომაც მოიხსენიებენ, როგორც SUV-კუპეს.

BMW 2er Active Tourer - ეს არის ყველა დროის ყველაზე უჩვეულო BMW, რადგან 3-ცილინდრიანი ძრავით იწარმოება, წინა ამძრაობა აქვს და, ბოლოს და ბოლოს, საოჯახო ვენია.

BMW 4-er Gran Coupe - 4 კარი რომ არ ჰქონდეს, თითქმის კლასიკური, ყველა გაგებით კუპე იქნებოდა. BMW-მ ყველაფერი გასაგებად ჩამოაყალიბა: სედანის და კუპეს შეერთებით Gran Coupe მივიღეთ.

...და რომელია შენი BMW?

წაიკითხეთ დეტალურად autobild.ge-ზე