loader

ეთამაშოს, ვისაც უნდა - საყვარელი მულტფილმის გმირი "გუდა-გუდა" დაბრუნდა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეთამაშოს, ვისაც უნდა - საყვარელი მულტფილმის გმირი "გუდა-გუდა" დაბრუნდა!

რეჟისორ გოგი კასრაძის ანიმაციური ფილმი "მე წვიმად მოვალ" ეკრანზე 29 წლის წინ გამოჩნდა. პატარა გოგონასა და თოვლის გუნდას მეგობრობის ამბავმა მაყურებელი გულგრილი არ დატოვა. განცდილი ემოციები სამი ათეული წლის შემდეგაც დაუვიწყარია.

ციდან გამოქცეულ ეკრანულ მეგობართან განშორება ახლა რთული აღარ იქნება. გაიცანით ბალიში-თოჯინა "გუდა-გუდა"! ფუმფულა თოვლის გუნდა თქვენს საყვარელ სიმღერას მღერის. ალექსანდრე ბასილაიას მელოდიას მშობლები და მათი შვილები სამი ათეული წელია ღიღინებენ. საგანგებოდ გუდა-გუდას თოჯინისათვის მუსიკის არანჟირება "სანო სტუდიაში" ხელახლა გაკეთდა. სიმღერა მულტფილმის პირველმა გამხმოვანებელმა ნუგზარ კვაშალმა "პალიტრა მედიის" ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა.

ახლა თქვენ უკვე იცნობთ ქართული მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟს, რომელიც ძველ და ახალ მეგობრებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დაელოდება. სახლში წაყვანამდე, გუდა-გუდა პატარებს უკეთ გასაცნობად "ბიბლუსი გალერეაში", გასართობ ღონისძიებაზე უმასპინძლებს. ეთამაშოს, ვისაც უნდა!