loader

შუახნის წყვილმა ეტლში მჯდომ მოხუცს საფულე მოპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუახნის წყვილმა ეტლში მჯდომ მოხუცს საფულე მოპარა

დიდი ბრიტანეთის საზოგადოება გაოგნებულია შუახნის წყვილის საქციელით, რომელმაც ინვალიდის სავარძელში მჯდომ მოხუცს საფულე მოპარა. დანაშაული სუპერმარკეტის ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს, როგორ შედის წყვილი მაღაზიაში. ქალი და კაცი დახლებზე პროდუქტებს ათვალიერებენ. მოხუცებულთან მიახლოებულ ქალს თავი ისე უჭირავს, თითქოს ქვედა თაროდან შამპუნს იღებს. მერე კი ეტლზე ჩამოკიდებული ჩანთიდან საფულეს იპარავს და მეწყვილეს აძლევს.

71 წლის ქალს, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, საფულეში 100 ფუნტზე მეტი ჰქონდა. ამჟამად პოლიცია დამნაშავეებს აქტიურად ეძებს.